18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ხურვალეთსა და ვარიანში საახალწლო საჩუქრები ჩაიტანეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრები და 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს და ვარიანში სოციალურად დაუცველ ოჯახს სტუმრობდნენ. მათ ადგილზე საახალწლო საჩუქრები ჩაიტანეს. 

"საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, განსაკუთრებით შეჭირვებული ოჯახების დახმარებას ვიწყებთ. ხურვალეთიდან მივდივართ ვარიანში, სადაც მცირე წლოვანი ბავშვები ბებიასთან ცხოვრებენ და შევეცდებით, შეძლებისგადვარად დავეხმაროთ მათ,"- აღნიშნა დავით ქაცარავამ.

"თქვენ ხედავთ რომ ჩვენ თვალწინ რუსები დადიან. თქვენი სტუმრობა და მხარდაჭერა მაძლევს ძალას, დავრჩე ჩემს ხანდაზმულებთან და გავაკეთო საქმე, რომელიც მე მევალება,"- ამბობს მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი, ლუდა სალია. 

დღის ამბები