ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატყვევებული ქართველი ექიმის ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი ფიქრობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ისეთი ფრაზები ართულებს, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორია და საოკუპაციო ძალა.
უკანონო ტყვეობის საქმეზე ვრცელი სტატია მოამზადა "ეხო კავკაზმა". გამოცემის ცნობით, მკაცრი სასჯელი გაფრინდაშვილს იმის გამო მიუსაჯეს, რომ ის სინანულს არ გამოხატავს.