12 სექტემბერი 2026,   15:46
ვრცლად
რეაბილიტაციის დროს დამახინჯებული უნიკალური ძეგლი - მერვე საუკუნის ნაგებობაში რკინის კონტრუქციები გაჩნდა

გეგუთის სასახლის რეაბილიტაციისთვის შესრულებულმა სამუშაოებმა უნიკალური კომპლექსის ნაგებობა დაამახინჯა. მე-8 საუკუნიდან შემორჩენილი ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ, საუკუნოვან ქვევრებში არქიტექტურისთვის შეუსაბამო ბოძები გაჩნდა.

სამუშაოები იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ორი წლის მანძილზე ნანგრევების სახით შენორჩენული ძეგლის გადასარჩენად მიმდინარეობს.

აღნიშნულმა მედიის წარმომადგენებისა და გიდების პროტესტი გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ გვიანი მარანის ტერიტორიის  მინის კონსტრუქციით გადაიხურვა ქვევრების დაზიანებიას გამოიწვევს.

 ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის ხვიჩა ვაშაყმაძის შეფასებით, გაუგებარია, რატომ გასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ადგილზე ბოძების დამონტაჟების ნებართვა.

"ამ კონსტრუქციის დანიშნულება არის, რომ იცავდეს ძეგლის შემორჩენილ ნაწილებს. მათ შორის, უნდა იცავდეს  იმ უძველეს ქვევრებს, რაც იქ არის და რაც გამოყენებულია ბოძების საყრდენად. უბრალოდ, მიკვირს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ თუ გასცა ამაზე უფლება, მაშინ არ ვიცი ამას რა უნდა დავარქვა. თუკი მათ ეს არ იციან, მაშინ ეს კიდევ სხვა უბედურებაა. ეს არის, სულ მცირე, უპატივცემლობა და რაც მთავარია, დანაშაული. ამ ძეგლს სერიოზული დაცვა სჭირდება," - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

გიდების ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, შესაბამისმა პირებმა ადგილზე რეკონსტურქციის მონიტორიგი ჩაატაროს და დაადგინოს, რამდენად შესაბამისია წარმოებული სამუშაო.

"ქვევრში  ნამდვილად არ უნდა იყოს ის დიდი რკინის კონსტრუქცია ჩამაგრებული და ქვევრი არ უნდა წარმოადგენდეს რაღაცის საყრდენს. ეს მინის კონსტრუქცია, რომელიც ქვევრებს ზემოთ არის, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სითბურ ეფექტს შექმნის და ქვევრების დაშლას ხელს შეუწყობს, თუ არ მოხდა მისი გადახურვა და დაცვა. ალბათ, ეს გულგრილობის აგამოც შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ თუ შესაბამისი პირები დაინტერესდებიან, ვისაც ევალება  რეკონსტურუქციების მონიტორინგი, ისინიც შენიშნავენ არასწორად შესრულებულ სამუშაოს," - აღნიშნა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა.

კრიტიკას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პასუხობენ და განმარტავენ, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს. მათი მტკიცებით, რკინის ბალიში არ აზიანებს ქვევრს.

"შენარჩუნების მთავარი არსი არის  გარკვეულ გადახურვაში მოქცევა. იყო რამდენიმე ვერსია, რომ ეს ქვევრი საერთოდ დაშლილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ქვევრი არ უნდა დაშლილიყო, მასზე მცირეოდენი  ჩარევა უნდა განხორციელებულიყო. მომზადდა ასეთი პროექტი, რომელიც იყო შეთანხმებული არქეოლოგებთან. სამი წელია ეს განხორციელებულია," - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

დღის ამბები