სოფელ მამათისა და აცანის საზღვარზე ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერები მეტისმეტად მიუდგომელ ადგილზეა.
ამ წუთებში მიმდინარეობს გზების ძიება, საიდანაც შესაძლებელი იქნება ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა.
ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის კერები დასახლებული პუნქტისგან შორსაა.
ცეცხლი გვიან ღამით, ბალახის საფარს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.