07 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
ტრამპის ადვოკატი მიიჩნევს, რომ უკრაინაში აშშ-ის ოთხი ელჩი სოროსის პროტექციით იყო დანიშნული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატი მილიარდერისა და დემოკრატიული პრინციპების აქტიური დამცველის ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გამოდის.  რუდი ჯულიანის მტკიცებით, უკრაინაში შტატების ოთხი ელჩი, სწორედ ამერიკელი ფილანტროპის პროტექციით დანიშნეს.

მათ შორის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს 2016 წელს მარი იოვანოვიჩი. იოვანოვიჩმა პოსტი 2019 წლის მაისში დონალდ ტრამპის მოთხოვნით დატოვა. როგორც ჯულიანიმ განმარტა, ეს ინფორმაცია უკრაინაში ბოლო ვიზიტისას მოიპოვა.

ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სწორედ უკრაინას უკავშირდება. დემოკრატების მტკიცებით, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით დონალდ ტრამპმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინა.

 

დღის ამბები