თბილისთან ერთად დღეს საღამოს 8 საათზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხეც აინთება. მანამდე ქალაქში არაერთი საახალწლო აქტივობაა დაგეგმილი.
წელს პირველად, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრი ბათუმის ბულვარი იქნება. ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამზადებულია ფერადი ინსტალაციები. საახალწლო განათებებით მორთულია ხეები და დეკორატიული მცენარეები.
კოლონადებთან ჯიხურები განთავსდა, სადაც სუვენირები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყობა რამდენიმე სივრცე ბავშვებისთვის და ყოველდღე გაიმართება გალა კონცერტები
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდება.