08 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემა დამონტაჟდა.

განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. 1500-ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და სამაყურებლო მოთხოვნებთან.

გახმოვანების სისტემისთის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.

დღის ამბები