06 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
ჩაქვში ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში, ჩაქვში მომხდარი ავრიის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები