12 სექტემბერი 2026,   14:21
ვრცლად
სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ერთდროულად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო სამეგრელოს რამდენიმე სოფელში. ცეცხლი მოედო ზედა ეწერში თხილნარსა და დაფნას, შემდეგ კი წიწვოვან ხეებზე გავრცელდა.

მეხანძრეებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ადგილობრივებიც ცდილობდნენ.

ხანძარი იყო სოფელ ნაწულუკუშიც, თუმცა მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე მოახერხეს. სოფელ ფახულანში კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

დღის ამბები