წლის სპეცოპერაცია - სამართალდამცავებმა უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. გაშიფრულია საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციის სქემა, დაკავებული არიან რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და საქართველოს მოქალაქეები, მათ შორს დანაშაულებრივი ჯგუფის რეგიონული მენეჯერი უკრაინიდან.
სამართალდამცავებმა ლაბორატორიებს, სადაც ნარკოტიკს ამზადებდნენ, სამ ქალაქში მიაკვლიეს. ამოღებული ნივთიერებების საერთო ღირებულება 6 მილიონი ლარია.
"კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის, უცხოეთის მოქალაქის საცხოვრებელთან იმყოფებოდა. როგორც "კურიერს" ბინის მეპატრონემ და მეზობლებმა განუცხადეს, ის ბინაში ქირით ცხოვრობდა. ბინა კი ამ დროისთვის დაკეტილია.
ბინის მეპატრონის თქმით კი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს.
"კურიერის" გადამღები ჯგუფები დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ბათუმსა და ქუთასშიც იმყოფებოდა, სადაც შსს ინფორმაციით ნარკოდამნაშავეები მოქმედებდნენ, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.
"კურიერი" დაკავებულების ადვოკატებსაც ესაუბრა. მათი ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.