09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
კომენდანტის საათის მიუხედავად, ბალტიმორში ხალხი ღამით ისევ შეიკრიბა

შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორის ცენტრში კომენდანტის საათის მიუხედავად, ხალხი ღამით ისევ შეიკრიბა, თუმცა ამჯერად დაპირისპირება არ მომხდარა. პოლიციამ განაცხადა, რომ ფერადკანიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, ანგარიშს კვირის ბოლომდე წარადგენს.

ბალტიმორში 3 დღის წინ არეულობის მიზეზი სწორედ დაკავებული ფერადკანიანის გარდაცვალება გახდა. აქციებმა კი უკვე ამერიკის სხვა ქალაქებიც მოიცვა.

მისურიში, ბოსტონში, ფერგიუსონსა და ვაშინგტონში სოლიდარობის ნიშნად ასობით ადამიანი შეიკრიბა. ანალოგიური აქცია ნიუ-იორკშიც გაიმართა, სადაც 60-მდე ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები