გუშინ ღამით აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ამბიენსი" დაიწვა. ხანძრისას დაზიანდა ინვენტარი და გასაყიდი ნივთები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ, ხანძრით მიყენებული ზარალი სოლიდურია.