შალვა ნათელაშვილმა ახალი წელი კაპანაძეების მრავალსულიან ოჯახს მიულოცა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
"ახალ წელს ამ ფარღალალაში ხვდება 5 ბავშვი უგაზოდ და უშუქოდ, გამოსავალი გახლავთ ერთადერთი, ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლა და ისეთი მთავრობის მოსვლა, რომელიც იფიქრებს ხალხზე, და არა საკუთარ ჯიბეზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.