21 დეკემბერი 2024,   19:56
ვრცლად
დღეიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება

დღეიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის რეგულაცია ეხება ყველა სტადიონსა და სპორტულ დაწესებულებას, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.

ხელმძღვანელობას ევალება სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება, ასევე შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000-ით. მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმა 2000 ლარია.

დღის ამბები