21 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ლონდონში ახალ წელს გრანდიოზული აღლუმით აღნიშნავენ

საზეიმო მუსიკა, პეფრომანსები და სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ადამიანები - ლონდონში ახალ წელს ბოლო 34 წელია, გრანდიოზული აღლუმით აღნიშნავენ. 2020 წლის საზეიმო ღონისძიებში მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩასული 10 000-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მუსიკოსები და მოცეკვავეები ბრიტანეთში ამერიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდნენ.

მსვლელობის სანახავად ლონდონის ცენტრში ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა, ასეულობით მილიონმა კი სამსაათნახევრიან შოუს ტელევიზიის საშუალებით უყურა. აღლუმში უცხოელი მონაწილეების გარდა, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები ადგილობრივებმაც შეასრულეს.

ყოველწლიური აღლუმის მონაწილეებსა და მილიონობით მაყურებელს ახალი წელი დიდი ბრიტანეთის მონარქმაც მიულოცა. ელისაბედ მეორის გზავნილი პირდაპირ ეთერში ღონისძიების ორგანიზატორმა წაიკითხა.

აღლუმის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებსა და წარმოდგენებზე შესული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება. 1987 წლიდან დღემდე აღლუმიდან ლონდონის საქველომოქმედო ორგანიზაციებმა მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი მიიღეს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე

დღის ამბები