21 დეკემბერი 2024,   19:45
ვრცლად
დღეს ბედობაა - ვინ სად და როგორ ხვდება 2 იანვარს

დღეს ბედობაა. კონკრეტულად არავინ იცის საწყისი და არც ის, ვინ მონიშნა კალენდარზე 2 იანვარი დღესასწაულად, თუმცა უკვე დიდი ხანია, ეს დღე მთელი წლის მთავარ და მნიშვნელოვან საწყისად მიიჩნევა. იბედებენ კარგ ხასიათს, საყვარელ ადამიანებს, საყვარელ საქმიანობას. ასეა ამ შემთხვევაშიც. სალომე კორკოტაშვილი ისევე, როგორც მუსიკოსების უმეტესობა ახალ წელსა და ბედობას სცენაზე და მსმენელის გარემოცვაში ხვდება.

ბედობის დღესასწაული ახალი წლის, ახალი ენერგიის, იმედისა და ბედნიერების დაბედების სიმბოლოა. ქეთი დავლიანიძე კარგ ხასიათს, ფუნჯს და პალიტრას იბედებს. საახალწლო ბაზრობაზე დილიდან მეგობრების დასახმარებლად გაეშურა. ქოხი მოუხატა და პოზიტიური განწყობა დაიბედა.

რუსთაველის თეატრი პრემიერის სამზადისშია, შესაბამისად ბედობასაც იქ აღნიშნავენ და დიდ მხიარულებას იბედებენ.

ვინც სახლში არ ხვდება, კარგ განწყობას ღია ცის ქვეშ, ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად იბედებს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები