21 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
მაიკ პომპეომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. მაიკ პომპეო არ ჩავა უკრაინასა და ბელარუსში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ პომპეო ვაშინგტონში ერაყში არსებული ვითარების გამო რჩება.

31 დეკემბერს ისლამური დაჯგუფება "ჰეზბოლას“ მომხრეები ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავს დაესხნენ, ცეცხლი წაუკიდეს საელჩოს დაცვის ერთერთ კოშკს, აალებული ბოთლები და ქვები ესროლეს შენობას. შეერთებულმა შტატებმა საელჩოს დასაცავად ერაყში დამატებითი ძალები გაუშვა.

დღის ამბები