21 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები იმართება, საშობაო ქალაქი სტუმრებს 14 იანვრამდე უმასპინძლებს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილებს ამ წუთებში უკვე დიჯეი ართობს.

საშობაო ბაზრობა, სხვადასხვა ატრაქციონი, წარმოდგენები და კონცერტები - ეს ყველაფერი მთელი დღის განმავლობაში თბილისელების და საქართველოს დედაქალაქის სტუმრებისთვისაა მოწყობილი.

რესპუბლიკის მოედანზე სულ ცოტახნისწინ დასრულდა ბენდიც კონცერტი, რომლის ხელმძღვანელიც დავით ილურიძეა.

პარარელურად მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სადაც უამრავი საშობაო ნივთი და დეკორაცია იყიდება.

დღის განმავლობაში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს, მათი მთავარი მოთხოვნა იყო მიეღოთ დახლების გაშლის უფლება, რომ ვაჭრების საშუალება ჰქონოდათ.

საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრამდე იქნება გაშენებული.

დღის ამბები