21 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
საზეიმო ღონისძიებები თბილისში - ორბელიანის მოედანზე ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ

თბილისში ორბელიანის მოედანზე ახალ წელს განსაკუთებულად აღნიშნავენ. ძველი თბილისის ახლადრესტავრირებულ უბანში მოწყობილია ყინულის მოედანი, აგრომარკეტები და ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

"თითქმის ყველა ნაწარმი ქართულია. გართობაცაა, განათებაც, მხიარული განწყობაა და ყველაფერი დადებით ემოციებს მოგვცემს ჩვენც და მყიდველსაც, დამსვენებელსაც და ტურისტსაც," - აცხადებს ადგილზე მოწყობილი აგრომარკეტის წარმომადგენელი.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები