14 ოქტომბერი 2024,   12:47
ვრცლად
სეზონური გრიპის შემთხვევები და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში - რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს  

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, სეზონური გრიპის შემთხვევებმა საქართვლოში საგრძნობლად იმატა. კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები მიეკუთვნებიან. იაშვილის კლინიკაში სეზონური გრიპით 4 თვიდან 5 წლამდე 62 პაციენტი მკურნალობს, არის მძიმე შემთხვევებიც. 

სეზონური გრიპის გართულებული შემთხვევები ფიქსირდება ზრდასრულებშიც. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად გრიპით დაავადებული 25 პაციენტი მიდის. დღეის მდგომარეობით, სტაბილურად სამედიცინო დაწესებულებაში 18 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში დაახლოებით 8 რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ სეზონური გრიპის 2 ტიპი A და B კატეგორიაა გავრცელებული. დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი B ტიპის ვირუსი ფიქსირდება 77 % - ით , ასევე 11-12 %- ია H1N1 ე.წ ღორის გრიპი და H3N2. მიუხედავად იმისა , რომ მიმართვიანობა მომატებულია კლინიკებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სეზონური გრიპის მძიმე, მწვავე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები შემცირებულია. 

სეზონური გრიპის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება რეგიონებშიც. ფოთსა და ბათუმში სამედიცინო ცენტრებში დეკემბრის ბოლო დღეებიდან პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია. 

ექიმების რეკომენდაციაა პირადი ჰიგიენა, სახლის ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან ანტივირუსული მთავარი პრეპარატი ტამიფლუ უფასოდ მიეწოდება, სოციალურად დაუცველებს და ორსულებს ექიმების დანიშნულების საფუძველზე.  

დღის ამბები