თემატური მუსიკალური ნომრები, საშობაო ალილო და ტრადიციული კერძები სტუმრებისთვის - ასე შეხვდება ქუთაისი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღონისძიება იმერეთის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და მას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული კვების ობიექტები შეუერთდებიან.
6 იანვარს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, საზეიმო აქტივობებთან ერთად, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდებიან და ამ ფორმით მათ შობის დადგომას მიულოცავენ. ღონისძიება წელს პირველად იმართება და მას პერმანენტული სახე მიეცემა.
ფოტო თეკო ჭეიშვილი