უბედური შემთხვევა ყაზბეგში - ერთდღიანი ძებნის შემდეგ გუდაურის სამაშველო ჯგუფმა რუსი ტურისტი თოვლში გარდაცვლილი იპოვა. დაკარგული მამაკაცის შესახებ შეტყობინება 112-ზე შევიდა, რის შემდეგაც ძებნაში მაშველები ჩაერთვნენ.
როგორც ირკვევა, ტურისტი აკრძალულ ზონაში იყო გადასული, საიდანაც დაბრუნდება ვეღარ მოახერხა.
დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.