18 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ექსპერტები გუდაურში წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ

უწყლოდ დარჩენილი გუდაური - ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, გუდაურში, "რედკოს" დასახლებაში დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია საავარიო ჯგუფები. ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად იმედოვნებენ, რომ წყალმომარაგება გუდაურს სრულად აღუდგება. 

"24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მნიშვნელოვანი ავარია აღმოვფხვერით. ამჟამად, მიმდინარეობს ჰაერის ამოტუმბვის სამუშაოები. გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება აღნიშნული წყლის შეღვრა მთავარ რეზერვუარში და მივაღწევთ წყლის იმ მოცულობას, რომელიც საკმარისი იქნება მთლიანი გუდაურისთვის,"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები