პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის საქმე სხვა მსჯავრდებულთა სასჯელებისგან არაფრით განსხვავდება და არც გიორგი მამალაძეა ვინმეზე აღმატებული. ამის შესახებ გია ვოლსკიმ, საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
შეგახსნებთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
"არანაირად არ ვფიქრობ, რომ მამალაძის თემა არის გამოყოფის ღირსი იმ თემებიდან, რომელიც არსებობს შეწყალებასთან მიმართებაში. ყველა ადამიანი, ვინც მეტ თუ ნაკლებ სასჯელს იხდის, მათზე არაფრით აღმატებული არ არის დეკანოზი მამალაძე, როგორც პიროვნულად ასევე იმ საქმიდან გამომდინარე, რაც სასამართლოს აქვს დამტკიცებული," - განაცხადა გია ვოლსკიმ.