ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ოჯახის წევრებთან ერთად, 13 იანვარს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან მიიღებს ინფორმაციას, რა ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
ამირან გიგუაშვილის თქმით, სანამ ცოტნე გამსახურდია არ გამოჯანმრთელდება ბოლომდე და არ ისაუბრებს დეტალებზე მანამდე მომხდარზე ბევრ ვერსიას განიხილავენ.
პირველი პრეზიდენტის შვილი მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოჯანმრთელდება.
ცოტნე გამსახურდიას უფლებადამცველი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ საქმის ყველა დეტალს განიხილავს და მუშაობს ამ თემაზე, მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებამდე საჭიროა ყველა მოტივზე დაფიქრება და მუშაობა.
"ვიდრე ცოტნე გამსახურდია არ გააკეთებს კომენტარს, რა იყო თავდასხმის მოტივი, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,"- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს, რომ გამოძიებისას უამრავი დეტალი უკვე გაირკვა და იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას გამოძიების დასრულებამდე გაეცემა პასუხი.
"პირველ დღეებში ინტენსიური მუშაობით ბევრი დეტალი გამოვლინდა, რა თქმა უნდა, დასრულებული არ არის გამოძიება და ვფიქრობ კიდევ რამოდენიმე დეტალი უნდა გამოიკვეთოს,"- განაცხადა ანა ჯაბაურმა.