სტამბოლში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველი და უკრაინელი ფალავნების ჭიდაობა ჩხუბით დასრულდა.
ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს, რომელიც უკრაინელ სპორტსმენს 8:5-ს უგებდა. შეხვედრის ბოლო წამებზე უკრაინელმა ფალავანმა აკრძალული ხერხებით სცადა მეტოქის პროვოცირება და უხეშ ჭიდაობაზე გადავიდა.
ბრძოლის დასრულებამდე უკრაინელმა მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში გაარტყა, რის შემდეგაც მას ქართველმა სპორტსმენმაც უპასუხა.
ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ავიდა და ორი ფალავნის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. საბოლოოდ, ორივე სპორტსმენი ასპარეზობიდან მოიხსნა.