19 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დაინიშნა

"საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ეს თქვენი შრომის შედეგია. ამის მიუხედავად, კიდევ რჩება მოსაგვარებელი საკითხები, გთხოვთ არ დაიშალოთ," - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკეთა. ბჟანიამ ხაჯიმბას ულტიმატუმიც წაუყენა, ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტს ურჩევს თანამდებობა დღის ბოლომდე დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკონტროლო პროცესების დაწყებით იმუქრება. ბჟანიას მიმართვიდან რამდენიმე წუთში დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ ე.წ. არჩევნების ჩატარების თარიღი დააზუსტა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კენჭისყრა 22 მარტს ჩაინიშნა. 

მუქარის მიუხედავად, ხაჯიმბა თანამდებობიდან წასვლას ჯერ არ აპირებს და ახალ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს. მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ძველი კანონმდებლობით ახალი არჩევნები ისევ ხაჯიმბას სასარგებლოდ დასრულდება, ამიტომ კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

გუშინ, გვიან ღამით, დასრულდა ხაჯიმბას და ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის შეხვედრა. შეხვედრა დახურული იყო და მისი შედეგების შესახებ მოკლე ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ნურგალიევი-ხაჯიმბას შეხვედრის დასრულებას არ დაელოდნენ და დაიშალნენ ფილარმონიის შენობაში შეკრებილი ხაჯიმბას მომხრეები. შეხვედრაზე არ მივიდა ე.წ. პრეზიდენტი. ხაჯიმბამ ფილარმონიაში დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი და ვიტალი გამბია გააგზავნა. 

დღის ამბები