21 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
"კონგრესმენი არის "ფრონტერას" ოფიციალური ლობისტი და მისი განცხადებები უხერხულია" - ანდრია გვიდიანი კრიტიკულ წერილზე

ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ წერილს, რომელიც რესპუბლიკელმა მარკუეინ მალინმა საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა, ეკონომისტი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, რესპუბლიკელი კონგრესმენი კომპანია "ფრონტერას" ლობისტია, ამ კომპანიისგან ფინანსდება და ამიტომ წერილში მისი მთავარი გზავნილები კონკრეტული კომპანიის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

"კონგრესმენი არის "ფრონტერას" ოფიციალური ლობისტი და ფულს იღებს "ფრონტერასგან". შესაბამისად, მისი განცხადების მთავარი ნარატივი ეხებოდა "ფრონტერას" და იმას, რომ თურმე საქართველოში მას ექმნება პრობლემები და შესაბამისად, ამიტომ უარესდება დემოკრატია და ბიზნესგარემო. თუმცა, ხაზს ვუსვამ, ადამიანი, რომელიც იღებს ფულს კომპანიისგან და ავრცელებს ასეთი ტიპის განცხადებას, როგორც მინიმუმ, არის უხერხული," - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარის ვიქტორ ყიფშიძისთვის გაუგებარია, რატომ აფასებს წერილის ავტორი ბიზნესინტერესების შელახვად საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე განხილვას.

"რატომ ფასდება კონგრესმენის მხრიდან არბიტრაჟში საქმის განხილვა, რომელიც დავის განხილვის ერთ-ერთი ცივილური და მიღებული  მეთოდია. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ კონგრესმენი ან ჩქარობდა ამ წერილის შედგენისას, ან მისი სტაფერების მხრიდან გარკვეულ კონიუქტურულ მიდგომას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები