19 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
მსოფლიო ეპიდემიის მოლოდინში - ჩინეთში ახალი, ლეტალური ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება

ჩინეთში ამოუცნობი, ლეტალური ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში "კორონა ვირუსის" პათოგენს 217 პაციენტი ებრძვის. გარდაცვლილია 3 ადამიანი. ეწ ჩინური ვირუსი უკვე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. საერთაშორისო პანდემიის რისკის გათვალისწინებით, მსოფლიო მასშტაბით, აეროპორტებში, სადაც ხორციელდება ფრენები ჩინეთიდან, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

ე.წ. ჩინური ვირუსის იდენტიფიცირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. "კორონა ვირუსის" ჩინეთში გავრცელებული შტამის საქართველოში პანდემიის ან ეპიდემიის სახით გავრცელებას არ ვარაუდობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, თუმცა არსებობს მინიმალური რისკი და თუ ვირუსი საქართველოში მაინც მოხვდება, ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ მისი აღმოჩენისა და მკურნალობის რესურსი არსებობს.

ე.წ ჩინური ვირუსი ატიპიურად მიმდინარე "კორონა ვირუსის" პათოგენია, რომელიც ჩვეულებრივი შემთხვევებისგან განსხვავებით, პნევმონიით ანუ ფილტვების ანთებით მიმდინარეობს და გარდაცვალების რისკი მაღალია. ამ დრომდე ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მედიკოსების ვარაუდით, ის ცხოველთან ან ზღვის პროდუქტებთან უშუალო შეხებით ვრცელდება. 

ვირუსების გავრცელების რისკჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების პირადი ნივთებისა თუ სათამაშოების დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ ჩინეთიდან არის იმპორტირებული, პედიატრები ამ გზით ვირუსის გადატანას არ ვარაუდობენ, თუმცა მშობლებს მაინც ურჩევენ მოარიდონ ჩინურ პროდუქტს.

საქართველოში ეწ ჩინური ვირუსის გავრცელებას ჯანდაცვის უწყებაში ამ ეტაპზე არ ელოდებიან. სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები