21 ოქტომბერი 2020,   00:47
ვრცლად
რუსეთის მხარდაჭერით, სირიის სამთავრობო ავიაიერიშებს იდლიბსა და ალეპოში 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ავიაიერიშებს სირიაში. რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალებმა იერიში ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს.

მათ შორი იდლიბის პროვინციაში დაიღუპა 9 ადამიანი, ალეპოში კი 8-სულიანი ოჯახი, მათგან 6 ბავშვია. დაბომბილია რამდენიმე სოფელი.

გაეროს მონაცემებით, ჰუმანიტარული კრიზისის გამო ბოლო ერთ თვეში იდლიბის პროვინცია 300 ათასამდე ადამიანმა დატოვა. იდლიბი სირიაში ერთადერთ ტერიოტორიად რჩება, რომელსაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს.

დღის ამბები