18 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე

ხმაური იყო ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე, სადაც  მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ.

საპირფარეშოს ეპიზოდზე საუბრისას სხდომა პროტესტის ნიშნად ზაზა სარალიძემ დატოვა, რასაც მოჰყვა რეპლიკა მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის მხრიდან:

"მკვდარ შვილს ყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!" - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დერეფანში გაგრძელდა. ზაზა სარალიძე  ბრალდებულის ოჯახის წევრებმა საქმით სპეკულირებაში დაადანაშაულეს.

ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.

ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოსამართლეს მიმართა. კალანდიამ მოსამართლეს სთხოვა სასამართლო სხდომებზე ზაზა სარალიძე აღარ დაუშვას.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და სასამართლო სხდომა გრძელდება.

დღის ამბები