18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის შერიგება ვერც ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმა შეძლეს

პანკისის ხეობაში დაპირისპირებული მხარეების შერიგება ვერ მოხდა, თუმცა სისხლის აღების წესი მხოლოდ მკვლელობაში მონაწილე პირებზე გავრცელდება.

ეს შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე შედგა, სადაც უხუცესები ადგილობრივები და ჩეჩნეთიდან სპეციალურად ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსული ადგილობრივები მედიასთან დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა და მოკლულის ოჯახთან სხვა საკითხებსაც ეტაპობრივად განიხილავენ.

კონკრეტულად, ჩეჩნეთიდან ჩამოსულ დელეგაციასთან დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ, 37 წლის ვისო მუთოშვილის მკვლელობისთვის ქისტური წესით შურისძიება მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, ვინც დაპირიპირების დღეს შემთხხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ორ გვარს შორის დაპირისპირება გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები