21 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
წერილის შინაარსი რეალობას აცდენილია, შესაძლოა მათთან კომუნიკაციით გზავნილის შინაარსი რადიკალურად შეიცვალოს - დიმიტრი ხუნდაძე

ვაშინგტონიდან გამოგზავნილ რიგით მეოთხე კრიტიკულ წერილს, უმრავლესობის დეპუტატები აფასებენ. 

ექსპერტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში, თავად კონგრესმენების წერილის შინაარსს აკრიტიკებენ. 

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ კონგრესმენებს. მაგრამ, მეორე მხრივ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ მიიღონ ეს ინფორმაცია და ობიექტურად შეაფასონ. რადგან არ შეიძლება ასეთი უზუსტო გზავნილების გაკეთება. რა თქმა უნდა, ასეთი წერილები ჩვენს ურთიერთობას წინ ვერ წაწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სახელმწიფო დეპარტამენტის, პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის მხრიდან, მსგავსი განცხადება არ ყოფილა. პირიქით, ისინი ძალიან დიდ მხარდაჭერას გამოხატავდნენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რასაკვირველია სანქციებს გამოვრიცხავ, რადგან ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს, რომელიც არ არსებობს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, შეიძლება კონგრესმენებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, რაც კრიტიკული გზავნილის შინაარსს რადიკალურად შეცვლის. 

"წერილის უდიდესი ნაწილის შინაარსი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია, თუმცა რა თქმა უნდა, უშუალო კომუნიკაციით მათთვის შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება, რის შემდეგაც მჯერა, რომ იგივე კონგრესმენების მხრიდან წერილის შინაარსი რადიკალურად შეცვლილი იქნება.

რაც შეეხება პირად ინტერესებს, ეს არ წაადგება პარტიულ ურთიერთობას და ეს არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენთვის უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოს, აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"  წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ. 

დღის ამბები