10 სექტემბერი 2026,   14:19
ვრცლად
პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადება-გასაღების და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ბრალდების მხარე საკუთარ მოწმეებს წარადგენს და სასამართლოს მტკიცებულებებს გადასცემს, საკუთარ მტკიცებულებებს წარადგენს დაცვის მხარეც.

როგორც ადვოკატი სალომე კალაიჯიშვილი აცხადებს, დაცვის მხარე პროცესისთვის მზად არის და შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს.

"სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვებით წარვსდგებით, იქნება ჯვარედინი დაკითხვაც. შემდგომ ეტაპზე კი დაცვის მხარე შესაბამის მტკიცებულებებს წარვადგენთ," - განაცხადა სალომე კალაიჯიშვილი.

დღის ამბები