22 დეკემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ჩინეთიდან დაბრუნებულ 24 წლის მამაკაცს კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით გამოკვლევები უტარდება

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ საქართველოს 24 წლის მოქალაქეს კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით გამოკვლევები უტარდება. დამატებითი დეტალები ხვალ დილით გახდება ცნობილი. 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამოკვლევის შედეგად 24 წლის მამაკაცს გრიპი არ დაუდგინდა და გრძელდება გამოკვლევები სხვა ვირუსებზე. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში ვერ ხდება და ლაბორატორიები გამორიცხვის მეთოდით მუშაობენ.

"გადაიგზავნა და გრძელდება გამოკვლევა სხვა ვირუსებზე, დაახლოებით 20-მდე გამომწვევია, რომელზეც უნდა იქნას გამოკვლეული, რომ გამორიცხვის მეთოდით გამოვრიცხოთ კორონავირუსით ინფექცია. ამ გამოკვლევებს სჭირდებათ 12-დან 24 საათამდე, ზოგჯერ უფრო მეტიც, ამიტომ, პირველი წინასწარი პასუხი გვექნება ხვალ. ჩვენთან საქართველოში ახალ კორონავირუსს პირდაპირი ტესტირებით ვერ აკეთებენ. მივდივართ გამორიცხვის მეთოდით, უნდა გამოვრიცხოთ 20- მდე სხვადასხვა გამომწვევი,"- განაცხადა ამირან ცერცვაძემ.

დღის ამბები