19 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
"დოვინ-დოვენ-დოვლი" - თბილისის თანამედროვე ბალეტი ახალ სეზონს გახსნის

7 თებერვალს რუსთაველის თეატრის სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი ახალ სეზონს გახსნის.

გულიდან წამოძახილ სიტყვებს - "დოვინ-დოვენ-დოვლი..." გალაკტიონის ლექსიდან "მოვა... მაგრამ როდის?" - კონკრეტული ახსნა არა აქვს, მას ყველა თავისებურად აღიქვამს, ისევე როგორც მთლიანად სპექტაკლს.  

დასის წლევანდელ რეპერტუარს ახალი სპექტაკლი დაემატება. სპეციალურად მოწვეული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი და ანასტასია კადრულიოვა დასისთვის საავტორო დადგმებს შექმნიან. განსხვავებული, თანამედროვე ერთმოქმედებიანი ბალეტების პრემიერა გაზაფხულზე იგეგმება.

პრემიერამდე გალაკტიონის პოეზიაა. სპექტაკლის ფინალური ეპიზოდი კი, გიორგი ალექსიძის მინიატურაა - "მთაწმინდის მთვარე," გალაკტიონის აუდიოჩანაწერზე მარიამ ალექსიძის შესრულებით.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები