"შეცვალე გახარიას მილიცია", "შეცვალე ია კერზაიას მკვლელები", - ამ ლოზუნგით მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან აქცია გამართეს.
მათ ადგილზე სიმბოლურად შპრიცები და ფქვილი მიიტანეს რადგან, მათი განმარტებით, სამეგრელოს პოლიცია კრიმინალების მფარველია.
"ისინი მფარველობენ "ქურდულ სამყაროს", ჩართული ჰყავთ მეტადონის პროგრამაში, რათა შემდეგ ისევ გამოიყენონ საარჩევნოდ. არჩევნებზე ჩვენ კარგად ვნახეთ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები, რომლებიც აკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესებს,"- თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა შამუგიამ.
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა სტიკერები გააკრეს წარწერებით "შეცვალე".