25 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თელავის საგზაო სამსახური, მძღოლებს მოუწოდებს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.

თამაზ აბუდალშვილის თქმით, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი და ქვიშა. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო კი მძღოლებს შესაბამისი ზომების მიღებას მოუწოდებს.

"დილის 5 საათიდან ვარ ადგილზე. შეზღუდვა არ გვქონია. როგორც ხედავთ, გზა გაწმენდილია და არანაირი შეფერხება არაა, თუმცა, მძღოლებს მოვუწოდებ, იმოძრაონ ფრთხილად, გადაადგილდნენ მხოლოდ სეზონის შესაბამისი საბურავებით. ისედაც რთული მონაკვეთებია და მით უმეტეს, ამინდის გაუარესების შემთხვევაში,"- განაცხადა თელავის საგზაო სამსახურის წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

დღის ამბები