18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ხმაური ქუთაისში - "შეცვალეს" წევრები მერთან და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ქუთაისის მერიაში შესვლას, მერთან და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვამ არ მისცა.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი იმერეთის გუბერნატორისაგან არსებული შერჩევითი სამართალის დაგმობასა და კითხვაზე პასუხს ითხოვენ, თუ რატომ ანადგურებენ ქალაქს.

გარდა ამისა, აქტივისტებს რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა შენობის წინ წარწერები გაეკეთებინათ, რის გამოც მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

დაცვის თანამშრომლები აქტივისტებს მოუწოდებენ, პროტესტი წარწერის გარეშე გამოხატონ, რადგან ეს კანონდარღვევაა. 

შენობის დაცვასთან ერთად, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები