დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევები შემცირებულია, თუმცა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია 28-დან 32%-გაიზარდა.
"სხვა სეზონური გრიპების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მომატებულია ჰოსპიტალიზაცია 28-დან 32%-მდე," - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს ურჩევს, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.