10 სექტემბერი 2026,   14:04
ვრცლად
"ეს არის იმ ხალხის აბუჩად აგდება, რომელმაც მოითხოვა შოთაძის გადაყენება" - მენაბდე გენერალური პროკურორის კანდიდატებზე 

საპროკურორო საბჭოში ყოფილი გენერალური პროკურორის გასაუბრების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

როგორც მესამე სექტორში ამბობენ, არც საპროკურორო საბჭომ და არც საკანონმდებლო ორგანომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

მათივე თქმით, გასაუბრების პროცესი ფორმალურად არ უნდა ჩატარდეს.

როგორც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის იურისტი თამარ გვასალია აღნიშნავს, საპროკურორო საბჭოს მეტი გულისხმიერება მართებს.

"ყველა სხვა კანდიდატთან შედარებით საპროკურორო საბჭოს მართებს მეტი გულისხმიერება, საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება და მათი გააზრება,"- განაცხადა თამარ გვასალიამ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, შოთაძის მიერ ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა მმართველი გუნდის მხარდაჭერის დამსახურებაა.

"ეს ნაბიჯი, რომელიც შოთაძემ გადადგა, მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ. უბრალოდ ეს არის იმ ხალხის აბუჩად აგდება, რომელმაც მოითხოვა მისი გადაყენება," - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

დღის ამბები