19 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
"ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა"- ფაბიო მანინო

"ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა,"- ეს განცხადება საფეხბურთო კლუბის ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინომ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა კლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. მათი შეფასებით, იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იყო, თუმცა "ტორპედოს" სასარგებლოდ დასრულდა.

გუნდის ახალი პრეზიდენტის ფაბიო მანინოს თქმით, ახალი მეპატრონე დაფარავს იმ დავალიანებებს, რომელიც კლუბს ფეხბურთელებისა და ბანკის მიმართ აქვს, მანინოს ინფორმაციით, კომპანიამ უკვე განახორციელა გუნდში 1 700 000 ლარის ინვესტიცია.

დღის ამბები