ხობში, რამდენიმე დღის წინ, მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პაციენტი გარდაიცვალა. ასაკოვანი ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაშავებული ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ხობიდან გადაიყვანეს, მას სტუმრად მისულმა მამაკაცმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი აღნიშნულ ინციდენტამდე სხვა ოჯახს სტუმრობდა, სადაც მასპინძელი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.