აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია გამართეს.
აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ტრანსფარანტები მიიტანეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში უხეშად ერევა. აქციის მონაწილეები აჭარაში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის მიზანია, რეგიონში პროპორციული არჩევნები არ ჩატარდეს. ახალგაზრდები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვენ.
აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.