ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ღრმაღელის თემის მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, სოფელში კომუნიკაციები სრულად მოუწესრიგებელია. არ არის ბუნებრივი აირი, წყალი, გარე განათება. მოსახლეობა, გზის საფარის განახლებასაც ითხოვს, როგორც ღრმაღელის თემის მოსახლეობა ამბობს, საავტომობილო მონაკვეთი სრულიად ამორტიზებულია.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უუნარობასა და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მოსახლეობა პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავს და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავს.