"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას", "დავიცვათ თავისუფალი მედია" - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა.
მედიის წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
"დღეს ჩვენ ქუთაისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას აჭარელ კოლეგებს და ვეუბნებით, რომ ვართ მათ გვერდით ვართ. ვუცხადებთ სოლიდარობას ამ უთანასწორო ბრძოლაში და აქვე გვინდა, ვთქვათ, რომ მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას არ აძლიერებს, ასუსტებს და სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და აგრძელებს იმავე ტემპით მედიასთან ბრძოლას, როგორც აქამდე აკეთებდა. ხელისუფლებასაც გვინდა მოვუწოდოთ, რომ შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ და შეცვალოს სტილი,"- განაცხადეს ჟურნალისტებმა.