18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"საქართველო ერთ ჯიბეში" - ქუთაისში ახალგაზრდებმა "ბანკ ქართუსთან" აქცია გამართეს

"ახალგაზრდებს ვერ იყიდით", "არა ხარბ ოლიგარქს" - ამ შეძახილებით ქუთაისში "ბანკ ქართუსთან" საპროტესტო აქცია გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე, ლარის გაუფასურებასა და სხვა საკითხებზე აქციის გამართვა და ვიდეო კადრების გაშვება სცადა, თუმცა, სამართალდამცველებმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალებას არ მისცეს, რასაც მცირე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ახალგაზრდებმა ადგილზე პლაკატები წარწერით "საქართველო ერთ ჯიბეში" გააკრეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მათი თქმით, პერფორმანსი მოძრაობას აფერხებს.

დღის ამბები