26 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
"არცერთი პარტია, რომელიც იქნება ახალი კოალიციის ბირთვი, "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაჯდება" - გოცირიძე

შეწყვეტილი დიალოგის ფონზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი - მმართველი გუნდი პარტიების ნაწილს ცალ-ცალკე შეხვდება.

არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ადასტურებს პოლიტიკური ცენტრი "გირჩი", თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე არ წავა. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, არცერთი პარტია "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე არ დაჯდება. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ახლა უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებული არიან.

"სისულელეა, არცერთი პარტია, რომელიც მომავალში იქნება ბირთვი ახალი კოალიციისა, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაჯდება. ვერავითარ ბზარს და განხეთქილებას ვერ შეიტანს პოლიტიკურ გაერთიანებაში, ვინაიდან არნახული შემთხვევაა, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთიანდება ერთი მიზნისთვის,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები