18 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"რასაც აქ ვხედავთ არაკანონიერია და მიუღებელი"- ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე

ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი საოკუპაციო ზოლთან კიდევ ერთი გატაცების ფონზე. იმ დროს, როდესაც 17 წლის ბიჭი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება, ხურვალეთში ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ჩავიდნენ.

ევროსაბჭოს მაღალჩინოსნებმა რუსეთს ვალდებულებების შესრულება ამჯერად მავთულხლართებიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს.

დელეგაციის წევრები ადგილობრივებს შეხვდნენ და პირადად ნახეს, რა ვითარებაში უწევს ცხოვრება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას.

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტის ანდრეს კნაპეს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამ ეტაპზე მიმართულია ერაყისა და სირიისკენ.

"რასაც აქ ვხედავთ არაკანონიერია და მიუღებელია. ევროპაში დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორია მეორე ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია ერაყსა და სირიაზე, ისინი ბევრს არ ლაპარაკობენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე. ჩვენ ბუნებრივია საქართველოს ზურგს ვერ შევაქცევთ, აქ ადამიანები კვდებიან და იტანჯებიან, ჩვენ ვერ გავ​ჩუმდებით!" - განაცხადა ანდრეს კნაპემ.

დღის ამბები