21 ოქტომბერი 2020,   01:27
ვრცლად
ერდოღანი ბაქოში ჩავიდა - თურქეთი აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას ჰპირდება

თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოს სამხედრო დახმარებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეპირდა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტებით სავსე რეგიონში სტაბილურობის კუნძულებად უნდა დარჩნენ.

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სირიაში ასადის რეჟიმის დახმარება.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 5 მარტს იდლიბში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს განიხილავენ, ამ დრომდე უცნობია ჩაერთვება თუ არა მოლაპარაკებებში საფრანგეთი და გერმანია.

სირიის პრეზიდენტი იდლიბის პროვინციაზე კონტროლის აღდგენისთვის იბრძვის. ასადის მოწინააღმდეგეებს თურქეთი სამხედრო ძალით ეხმარება.

დღის ამბები